პირველ რიგში, ეს სტატია
განკუთვნილია ორგანიზაციების IT დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, რათა იდეის დონეზე
ჩაფიქრდნენ ორგანიზაციის მასშტაბით მომხმარებელთა კომპიუტერებზე დაინსტალირებულ ინტერნეტ-ბრაუზერების
სტანდარტიზაციაზე. გავიდა ის დრო, როდესაც კომპანია Microsoft-ი ცდილობდა თავს მოეხვია
ინტერნეტ-მომხმარებლებისთვის საკუთარი ნახელავი ბრაუზერი Internet Explorer-ი. კომპანიის
გზავნილი ბიზნესისთვის დღეს გამოიყურება შემდეგნაირად: „კონცენტრირდით იმაზე და აკეთეთ
ის, რაც ყველაზე უკეთ გამოგდით“. საკუთარ ბრაუზერთან მიმართებაშიც ასევე მოიქცნენ:
ჩააბარეს ისტორიას Internet Explorer-ი და გადავიდნენ Chromium-ზე.
დღეს,
ინტერნეტ-მომხმარებლებში ყველაზე პოპულარული ინტერნეტ-ბრაუზერი Google Chrome-ია, ბაზრის
წილის 65%-ით. მიუხედავად ინტერნეტ-ბრაუზერების სიმრავლისა, ძრავების რაოდენობა, რომლებზეც
დაფუძნებულია ესა თუ ის ბრაუზერი, შეზღუდულია. კერძოდ, Google Chrome დაფუძნებულია Open-Source პროექტ Chromium-ზე, რომელშიც გამოიყენება ბრაუზერის
ძრავი Blink-ი. ფაქტიურად Google-მა საკუთარი სერვისები დაამატა Chromium-ს და დაარქვა ბრაუზერს Google Chrome. Mozilla Firefox-ი იყენებს Gecko-ს; internet Explorer-ი - Trident-ს;
Apple Safari – WebKit-ს... გთხოვთ, იხილოთ ცხრილი:Engine | Status[a] | Steward | License | Embedded in |
---|---|---|---|---|
WebKit | Active | Apple | GNU LGPL, BSD-style | Safari browser, plus all browsers for iOS[4] |
Blink | Active | GNU LGPL, BSD-style | Google Chrome and all other Chromium-based browsers, notably Microsoft Edge, Vivaldi and Opera | |
Gecko | Active | Mozilla | Mozilla Public | Firefox browser and Thunderbird email client |
Goanna | Active | M. C. Straver[5] | Mozilla Public | Pale Moon and Basilisk browsers, K-Meleon browser beginning with version 76.2G |
Flow | Active | Ekioh[6] | Proprietary | Flow browser[7] |
Trident[b] | Maintained | Microsoft | Proprietary | Internet Explorer browser |
EdgeHTML | Maintained | Microsoft | Proprietary | UWP apps; formerly in the Edge browser[9] |
KHTML | Maintained | KDE | GNU LGPL | Konqueror browser |
Servo | Maintained | Linux Foundation | Mozilla Public | experimental browsers[10][11] |
NetSurf[c] | Maintained | hobbyists[13] | GNU GPLv2 | NetSurf browser[14] |
Presto | Discontinued | Opera | Proprietary | formerly in the Opera browser |
ბრაუზერი Microsoft Edge Chromium ასევე დაფუძნებულია Open-Source პროექტ Chromium-ზე (ჩვენდა საბედნიეროდ, მიხვდნენ მაიკროსოფტში, რომ ბრაუზერის ძრავის კეთება მათი საქმე არაა), დაინსტალირებულია დეფოლტად Windows 10-ებში დაწყებული 2004 ვერსიიდან. ასევე მხარდაჭერილია ძველი Windows 8.1-ბი, წინამორბედი Windows 10-ები და სერვერული ვერსიები. Google Chrome-სგან Microsoft Edge განსხვავდება იმით, რომ პირველში Chromium-ში ჩამატებულია Google-ის სერვისები, ხოლო მეორეში Microsoft-ის.
Microsoft Edge-ის უპირატესობები Enterprise გარემოში:
- მომხმარებლისთვის ვებგვერდის ასახვა ხდება იგივენაირად,
როგორც Google Chrome-ში;
- აქვს ჩაშენებული Internet Explorer Mode-ი, შესაბამისად, ისეთ საიტებზე, რომელთაც ჭირდებათ ActiveX Controls იგივენაირად იქნება ნაჩვენები ვებგვერდი, როგორც IE-ში. იხილეთ ვიდეო;
- განახლებები მოდის WSUS-ის არხით;
- იმართება ჯგუფური პოლიტიკების მეშვეობით (ADMX Template)
თქვენ როგორ ფიქრობთ?